შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე აშშ-ს დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე აშშ-ს დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ნიუ-იორკში შრომის თემატიკაზე მომუშავე დასაქმებულთა გაერთიანებებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

“ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ნიუ-იორკში კომუნიკაციების მუშაკთა ამერიკული პროფკავშირის, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის პროფკავშირების ადგილობრივი ოფისის, შრომისა და ურბანული კვლევების CUNY-ის სკოლისა და კორნელის უნივერსიტეტის ინდუსტრიული და შრომითი ურთიერთობების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

მხარეებმა განიხილეს დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სასამართლო პრაქტიკა, მიმდინარე გამოწვევები შრომით ურთიერთობებში და სამომავლო გეგმები.

შეხვედრები ორგანიზებულ იქნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის პროგრამის ფილიალის მიერ.

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო