საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა

დიდი პატივია ჩემთვის, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, თქვენთან ერთად აღვნიშნოთ დღევანდელი დღე. პრემიერ-მინისტრის რანგში დღეს მეხუთედ ვზეიმობ ამ დღესასწაულს. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო იმ უნიკალური ურთიერთობის შესახებ, ჩვენს ხალხებს შორის რომ ჩამოყალიბდა და საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და რომლის მსგავსს მსოფლიო ისტორია ბევრს არ იცნობს , - ასე მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ქართველ ებრაელებსა და მოწვეულ სტუმრებს და სიმბოლურად, ხანუქას პირველი სანთელი აანთო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღესასწაულზე შეკრებილთ ხანუქა მიულოცეს თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარემ, მერაბ ჩანჩალაშვილმა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკას და კერძოდ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას.

მოწვეულ სტუმრებს ხანუქა მიულოცეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ, ისრაელის ქნესეთის წევრმა, ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავიდ ბიტანიმ, საქართველოს ებრაელთა მთავარმა რაბინმა, იაკობ გაგულაშვილმა და დიდი სინაგოგის რაბინმა, რახამინ მურდუხაშვილმა.

ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას აღსანიშნავ ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ისრაელის ყოფილი ელჩი, შაფთაი ცური, ისრაელის ქნესეთის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ხანუქა უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია იუდეველეთათვის, რომელსაც ისრაელსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ებრაელებთან ერთად, ქართველი ებრაელებიც განსაკუთრებულად ზეიმობენ. იგი განახლებისა და კურთხევის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო