ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში ხანძარია

ბათუმში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, ცეცხლი გაჩნდა რესტორან "ვოქსში", რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი შენობის ბოლო სართულს თითქმის მთლიანად უკიდია.

კორპუსის მცხოვრებლები, სადაც რესტორანია განთავსებული, შენობას ტოვებენ.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო