ერაყში, აფეთქებისა და იარაღით თავდასხმის შედეგად, 9 პოლიციელი დაიღუპა

ჩრდილოეთ ერაყში აფეთქების შედეგად სულ მცირე ცხრა პოლიციელი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკთან, დედაქალაქ ბაღდადიდან დაახლოებით 290 კილომეტრში, მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

თავდასხმა ბომბის აფეთქებით დაიწყო, რომლის სამიზნე პოლიციელების სატვირთო ავტომობილი იყო. აფეთქებას მოჰყვა პირდაპირი თავდასხმა იარაღით.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს დანარჩენების ძებნა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
22.09.2025 / 09:13
ერაყში, აფეთქებისა და იარაღით თავდასხმის შედეგად, 9 პოლიციელი დაიღუპა

ჩრდილოეთ ერაყში აფეთქების შედეგად სულ მცირე ცხრა პოლიციელი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკთან, დედაქალაქ ბაღდადიდან დაახლოებით 290 კილომეტრში, მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

თავდასხმა ბომბის აფეთქებით დაიწყო, რომლის სამიზნე პოლიციელების სატვირთო ავტომობილი იყო. აფეთქებას მოჰყვა პირდაპირი თავდასხმა იარაღით.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს დანარჩენების ძებნა.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025