მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი ღვთის სიტყვას დაუღალავად ქადაგებდა და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლოდ იქნა დამტკიცებული.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმინდანი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ნიკოლოზობას ულოცავს და მათ მშვიდობას უსურვებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი