GITA-ს მხარდაჭერით, პარლამენტში „ტექსტარსის სტარტაპ დღეების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

GITA-სთან პარტნიორობით, პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, „ტექსტარსის სტარტაპ დღეების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში წარდგენილი იყო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და Startup Georgia - ს ერთობლივი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სტარტაპები და პროექტები, ხოლო მეორე ნაწილში - ტექსტარსის მსოფლიოში ყველაზე დიდი აქსელერაციის პროგრამის Startup Weekend - ის ფარგლებში 54 საათის განმავლობაში შექმნილი სტარტაპ იდეები.

ღონისძიების პირველი ნაწილის გამარჯვებული გახდა ორი გუნდი: DG Systems და Grassy, ხოლო მეორე ნაწილის - გუნდი L1st.

ღონისძიების მონაწილე ყველა გუნდს, პარლამენტის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა