„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Nexia TA-მ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გამართა

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA-სთან პარტნიორობით, საქართველოს ბანკის პროექტის - „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ შესახებ შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება.

ასევე, მათივე ცნობით, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ბუღალტრული, საგადასახადო მომსახურების დაფინანსება და განსაკუთრებული პირობის შეთავაზება.

„ბუღალტერიის სწორი და დროული აღრიცხვა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. SME სექტორის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით, Nexia TA კომპანიებს სთავაზობს საერთაშორისო დონის სერვისებზე წვდომასა და ბუღალტრულ მომსახურებას, მათზე მორგებული ბიუჯეტით. პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული პროცესების გაციფრულებისა და დიჯიტალიზაციის ხარჯზე, კომპანიის მენეჯერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მუდმივად ჰქონდეთ წვდომა კომპანიის ფინანსურ მონაცემებთან. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ ის საჭირო პროექტია, რომელიც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პარტნიორ კომპანიებს უქმნის ახალ შესაძლებლობებს განვითარებისა და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, - განაცხადა Nexia TA-ის მმართველმა პარტნიორმა და პროექტის ავტორმა, გელა მღებრიშვილმა.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი კომპანია, მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ციფრული ბუღალტერიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მენეჯერებსა და ბუღალტრებს ეხმარება ბიზნესის გაციფრულებაში, ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ვფიქრობთ, მსგავს პროგრამაში ჩართული კომპანიები იღებენ საჭირო მხარდაჭერას აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს კი ბიზნესს ეხმარება სამომავლო წარმატების მიღწევაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია