2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, გასულ წელთან შედარებით, 31.8 პროცენტით მეტია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 037.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 67.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით გაიზარდა და 3 406.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (621.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (499.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (391.8 მლნ. აშშ დოლარი).

„2022 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 932.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 448.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 249.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში