გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორეის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იური ნოზაძემ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

„შეხვედრაზე მხარეებმა კორეაში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა მზარდია, რაც ექსპორტის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. იური ნოზაძემ ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საკითხზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ „Busan World Expo 2030“-ის კორეის რესპუბლიკაში ჩატარების იდეის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო