ანი წითლიძე - პოლარიზაციის დასრულების მთავარი ბერკეტი ხელისუფლებას და პრეზიდენტს აქვთ და არა ოპოზიციას - პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ ადამიანი პატიმრობაში არ მოკლან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, შიმშილობის მეხუთე დღეს მოთხოვნა არის უცვლელი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე წითლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში პოლარიზაციის დასრულების მთავარი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს აქვთ და არა ოპოზიციას და პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება ის, რომ ადამიანი პატიმრობაში არ მოკლან.

„მინდა აქედან მხნეობა ვუსურვო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი მოთხოვნა შიმშილობის მეხუთე დღეს რჩება უცვლელი - გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. კარგია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს პოლარიზების შემცირებაზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 12 სავალდებულო პუნქტიდან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ პოლარიზების შემცირება, პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს. პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ არ მოკლან ციხეში ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც გაყალბებული არჩევნებითაც კი ამ ქვეყანაში ჰყავს 600 ათასი ამომრჩეველი. ამიტომაც, ჩემი მიმართვის ადრესატები იქნებიან ადამიანები, ვისაც აქვთ ბერკეტი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულონ პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზიზღი, შური და ბოღმა -ეს არის ხელისუფლება. პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფაქტი არის ისიც, რომ გვერდით მოშიმშილე ადამიანი მიდგას - გენერალი ჯანაშია, რომელიც 10 წელია პოლიტიკურად იდევნება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი, გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მაშინ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი. ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე“, - განაცხადა წითლიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში