ყოველდღე ყველაზე მაღალი CashBack | ლიბერთის ლოიალობის პროგრამას უკვე 500-ზე მეტი მეგობარი ობიექტი ჰყავს

CashBack ლიბერთი ბანკის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა. ლოიალობის პროგრამა ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის, ბანკმა 2019 წლის ბოლოს წარადგინა და მას შემდეგ, სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, მეგობარ ობიექტებში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც ხორციელდება გადახდა. ანგარიშზე დაბრუნების გარდა, CashBack-ით დაბრუნებული თანხის ავტომატურად დაგროვება ლიბერთის საანაბრო პროდუქტის საშუალებით "ყულაბით" არის შესაძლებელი.

CashBack დღეისათვის უკვე 500-ზე მეტ მეგობარ ობიექტებს აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქსელურ ბრენდებთან დამეგობრების გარდა, ქართული სტარტაპ კომპანიების ხელშეწყობაა. 2023 წლისთვის კი რეგიონებში გაფართოება ლიბერთის პროგრამის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.

"ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველდღე ყველაზე მაღალი ქეშბექის დაბრუნებაზე ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს. პანდემიის პერიოდში, მეგობარი კომპანიების რაოდენობა ბუნებრივია შემცირდა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გუნდის ერთობლივი ძალისხმევით იმ მეგობარი ობიექტების რაოდენობამ, სადაც ლიბერთის ბარათის მომხმარებლებს CashBack-ით სარგებლობა შეუძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 500-ს გადააჭარბა. ბანკის ლოიალობის მიმართულებით, ეს შედეგი კონკურენტულ უპირატესობასთან ერთად, მნიშვნელოვანი და საამაყოა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბიზნესის ჩართვას ლოიალობის პროგრამაში - განსაკუთრებით, რეგიონებისა და ქართული სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით", - დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

CashBack-ის მისაღებად ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეუძლია გადმოწეროს აპლიკაცია: CashBack 365 ან ისარგებლოს ვებგვერდით www.cashback.ge, გაიაქტიუროს სასურველი ობიექტის შეთავაზება და ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, შეთავაზებით განსაზღვრული თანხის ნაწილი მომენტალურად დაიბრუნოს იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა. სასურველი ობიექტის, პროდუქტის და მომსახურების პოვნა მარტივად - კატეგორიის, ქალაქების, ან საძიებო სიტყვების საშუალებით არის შესაძლებელი. შეთავაზების გააქტიურების შემდეგ, მომდევო 1 თვის განმავლობაში CashBack შერჩეული ობიექტის ნებისმიერ ფილიალში ყოველი გადახდისას ავტომატურად ბრუნდება. CashBack ვრცელდება მეგობარი ობიექტების ნებისმიერ პროდუქციასა და მომსახურებაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.

მუდმივ შეთავაზებებთან ერთად, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა მეგობარ ობიექტებთან ერთად მასშტაბური აქციებით გამოირჩევა. ამჟამად, საახალწლო 60%-მდე CashBack აქციისთვის სხვადასხვა კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს მზადება. აქციის შესახებ ინფორმაცია CashBack-ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით რამდენიმე დღეში გავრცელდება: https://www.facebook.com/cashback.ge/

CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა -500-ზე მეტ შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა