მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველზე - რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ არჩეული და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ულტიმატუმს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე კვლავ ინარჩუნებს ძველებურ პოზიციას, რაც ულტიმატუმს ძალიან ჰგავდა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ისმის დესტრუქციული და რადიკალური მოწოდებები, როგორიც არის მაგალითად, მანდატების დატოვება და ცალკეული ადამიანების შიმშილობის გამოცხადება.

სარჯველაძის თქმით, სახალხო დამცველის საკითხზე, ასეთი მოცემულობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება გაჭირდება.

„რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ არჩეული, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ულტიმატუმს. ულტიმატუმს, რომ რომელიღაც კონკრეტული კანდიდატების ირგვლივ თუ არ მოხდებოდა შეთანხმება, მათ არ აქვთ სხვა არჩევანი და მზადყოფნა, რომ დისკუსიაში და მოლაპარაკებაში შემოვიდნენ. ახლა ისინი იმ მდგომარეობაში არიან, როდესაც ცდილობენ, სააკაშვილთან ერთგულების უფრო მაღალი ხარისხი რომელ გუნდს აქვს, ამაზე ითანამშრომლონ და ამის მიხედვით შიდა პარტიულ არჩევნებში ამომრჩეველზე გარკვეული ეფექტი მოახდინონ. როგორც ჩანს, ამით არის განპირობებული, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ისეთი დესტრუქციული და რადიკალური მოწოდებები, როგორიც არის მაგალითად, მანდატების დატოვება და ცალკეული ადამიანების შიმშილობის გამოცხადება. ასეთი მოცემულობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ჩვენ, რასაკვირველია, შევეცდებით ყველაფერს საიმისოდ, რომ რეალურად შედეგიანი აღმოჩნდეს ჩვენი მცდელობა, რომ ავირჩიოთ, ალბათ, ნაკლებად ყველასთვის მისაღები კანდიდატი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა