ხათუნა სამნიძე - სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს - „ქართული ოცნებისგან“ უფრო მკაფიო პოზიციას ველოდებით

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისა და შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას უკვე აქვს საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული.

„რაც შეხება სახალხო დამცველს, არის მოლაპარაკებებისა და შეთანხმების შესაძლებლობა, რადგან კანდიდატების სიმრავლე გვაქვს. ოპოზიციას უკვე აქვს საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული. ჩვენ ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ უფრო მკაფიო პოზიციას, რადგან ბოლო შეხვედრაზე ეს მკაფიო პოზიცია დაფიქსირებული არ იყო. დაგეგმილია დღეს შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ მეტი დრო გვექნება მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო