ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოუწოდოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს შიმშილობა უნდა გადააფიქრებინოს და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდოს.

ლევან იოსელიანის აზრით, არანაირი პოლიტიკური მიზანი არ ღირს იმად, რომ ადამიანებმა საკუთარი ჯანმრთელობა დაიზიანონ და საფრთხე შეუქმნან.

„ზოგადად, ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის მიმართ. ამ შემთხვევაში, ვისურვებდი, რომ მათმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდოს, მათ, რომ შიმშილობა შეწყვიტონ. ის თუ ამას გააკეთებს, ვფიქრობ, ეს ადამიანები შიმშილობას შეწყვეტენ. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. არანაირი პოლიტიკური მიზანი არ ღირს იმად, რომ ადამიანებმა საკუთარი ჯანმრთელობა დაიზიანონ და საფრთხე შეუქმნან. ჩემი აზრით, ასეთი პოლიტიკური მიზანი არ არსებობს. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილზეც არის პასუხისმგებლობა, რომ საკუთარ მომხრეებს ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინოს“, - განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო