მიხეილ სარჯველაძე - მოშიმშილეების მიზანი არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ პოლიტიკური მიზნის მიღწევაა, რომ სააკაშვილი იმუნიტეტით აღჭურვონ, რათა ის პასუხისმგებლობის სუბიექტი არ იყო

მოშიმშილეების მიზანი არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ პოლიტიკური მიზნის მიღწევაა, რომ სააკაშვილი იმუნიტეტით აღჭურვონ, რათა ის არ იყო პასუხისმგებლობის სუბიექტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნის ნამდვილი არსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებაა.

„როდესაც ისინი საზღვარგარეთ ჰუმანიტარული პრობლემის გამო გაყვანას ითხოვენ, ისინი ითხოვენ არა მკურნალობის ჩატარებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ უცხოეთში გაყვანას. ამიტომ ვითხოვთ ამდენი ხანია, რომ თქვით, რა არის ის საჭირო სამედიცინო პროცედურა, რომელიც ამ კაცს სჭირდება და რომელიც აქ ხელმისაწვდომი არ არის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენმ-ში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ რადიკალიზმს გამოიჩენს, რაც ქართველი ამომრჩევლის მხრიდან აბსოლუტურად უკუგდებულია.

„რაღაც მომენტში ეს ხალხი უნდა მიხვდეს, რომ შეიძლება ვიღაცას თავს აწონებენ საკუთარ პარტიაშივე, მაგალითად, სააკაშვილს ან რომელიმე სხვა ლიდერს და ამით ერთგვარად პოზიციონირებენ, რომ ვინ უფრო მეტად რადიკალურია, თუმცა რადიკალიზმი შეუპოვრობას არ ნიშნავს. ცდილობენ ამას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს რადიკალიზმი არის ის, რაც არ უნდა საქართველოს ამომრჩეველს და ამის გამოა, რომ დღითიდღე კლებულობს მათი ავტორიტეტი. როდესაც საზოგადოებას რაც სჭირდება, იმის მხარდაჭერას, პოზიციონირებას კი არ ცდილობ, არამედ ცდილობ საკუთარი გეგმა შესთავაზო და თავს მოახვიო, ეს რასაკვირველია, მერე რეპუტაციულ პრობლემას უქმნის მთლიანად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რომელიმე დაჯგუფებას,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო