„საქართველოს ბანკი“ მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში BARTA 2022-ის გამარჯვებულია

„საქართველოს ბანკმა“ მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) მოიპოვა. გამარჯვებული მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა გამოავლინა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, BARTA-ს კონკურსი საქართველოში უკვე მეოთხედ ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი კომპანიებში წლიური ანგარიშის ხარისხისა და გამჭვირვალობის ამაღლებაა.

BARTA 2022-ზე 16 ნომინანტი კომპანია მონაწილეობდა, თითოეულ კატეგორიაში ერთი გამარჯვებული დასახელდა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორიცაა ბრენდი, მომხმარებელთა შორის რეპუტაცია და სხვა.

„მოხარული ვართ, რომ BARTA 2022-ის ჯილდო მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გვერგო, რადგან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მდგრადი განვითარების შესახებ ანგარიშების წარდგენა ევროკავშირში ყველა მსხვილი კომპანიისთვის სავალდებულო გახდება. ეს კი ზრდის აღნიშნული ჯილდოს მნიშვნელობასა და საჭიროებას, როგორც მსხვილი საფინანსო, ასევე მსხვილი არასაფინანსო ინსტიტუტებისა და მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. რაც მთავარია BARTA ახერხებს საფინანსო და არასაფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად წლიდან წლამდე განვითარებას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკმა“ 2021 წელს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, BARTA 2019 წელს, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. BARTA მიზნად ისახავს ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობას და კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას. ასევე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლებას ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა