კანადაში, ონტარიოს პროვინციაში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ ვონში შეიარაღებული პირის მიერ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, განხორციელებულ სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი ადგილზე მოკლა.

მედიის ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველები მოტივს, მათ შორის თავდამსხმელსა და მსხვერპლებს შორის შესაძლო კავშირს, იძიებენ.

იორკის პოლიციის უფროსის, ჯიმ მაკსუინის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს „საზარელი სურათი“ დახვდათ და მათ კორპუსის სხვადასხვა ბინაში მოკლული პირები იპოვეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო