გიგა ბოკერია - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოსთვის - როცა გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, მაშინ გამოვიყენებთ მტრის წინააღმდეგ

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოსთვის - როცა გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, მაშინ ამას გამოვიყენებთ ქვეყნის ინტერებისთვის, ჩვენი მტრის წინააღმდეგ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ეტაპის დასრულებას.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია აღნიშნულ საკითხზე „პუტინისტურ პროპაგანდას“ აწარმოებენ.

„დღეს ეს უტიფრები, ვინც პუტინისტურ პროპაგანდას აწარმოებდა და წლებია აწარმოებს უტიფრად საქართველოს დანაშაულზე, პუტინისტური პროპაგანდის მსგავსად, აქეთ ატრიალებენ ამ ამბავს, სხვისკენ იშვერენ ხელს. იმის მაგივრად, რომ ლაპარაკობდნენ, თუ როგორ გამოიყენებდნენ ამას საქართველოს ინტერესებისთვის.

ასევე, ცხინვალის რეგიონში რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ჩადენილ ბოროტმოქმედებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 90-იან წლებში აფხაზეთის ომის დროს ქართველთა გენოციდის შესახებ კამპანია გახდეს ჩვენი მომავალი პატრიოტული მთავრობის პრიორიტეტი. ეს არის როგორც მორალურად, ასევე გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი. ეს არის ის კამპანია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ თავის პარტნიორებთან ერთად ატარებს “, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა