„საქართველოს რკინიგზა“ - სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 16 დეკემბერს სს “საქართველოს რკინიგზის” რეიტინგი გააუმჯობესა

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 16 დეკემბერს სს “საქართველოს რკინიგზის” რეიტინგი გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს. განახლებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის რეიტინგი BB- „სტაბილური“ გახდა.

მათი ცნობით, პროგნოზის გაუმჯობესება მეტწილად განაპირობა რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდამ და შესაბამისად საოპერაციო მაჩვენებლების მკვეთრმა გაუმჯობესებამ.

„ასევე აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ცვლილებით რეიტინგში სს “საქართველოს რკინიგზა”, საქართველოს სახელმწიფოს რეიტინგს BB „სტაბილური“, მხოლოდ ერთი ნიშნულით ჩამორჩება. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რკინიგზის ბოლოდროინდელ წარმატებულ საქმიანობასა და სტაბილურობაზე.

S&P Global ათწლეულებია საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ურყევი რეპუტაციით სარგებლობს.

რაც შეეხება სარეიტინგო კომპანია Fitch-ს, იგი უკვე ორი წელია კომპანიას BB- “სტაბილური“ რეიტინგს უნარჩუნებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს