ანა ნაცვლიშვილი - ორი ძლიერი კანდიდატის მიუღებლობა, არ ტოვებს განცდას, რომ მმართველი პარტია მზადაა, ქვეყანას ჰყავდეს ომბუდსმენი, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველი იქნება და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის

სამწუხაროდ, ორი ძალიან ძლიერი კანდიდატის [გიორგი ბურჯანაძის და ანა აბაშიძის] მიუღებლობა, ნამდვილად არ ტოვებს განცდას, რომ მმართველი პარტია მზადაა, ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ომბუდსმენი, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველი იქნება და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის , - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ კონსენსუსი ვერ შედგეს და სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდეს, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „თუ სახელისუფლებო პარტია თავის პოზიციას არ შეცვლის, ასეთი საფრთხე იქნება“.

მისივე თქმით, „რამდენიმე დღე რჩება და შესაძლებელია, მმართველმა პარტიამ თავისი პოზიცია ქვეყნის ინტერესს დაუქვემდებაროს“.

„ამ დრომდე ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტირებული დასაბუთება, რატომაა მიუღებელი ეს ორი კანდიდატი, რომელიც მაღალკვალიფიციურია და რომელთაც ძალიან მაღალი შეფასება მისცა თავად „ქართული ოცნების“ შემფასებელმა კომისიამ, სამოქალაქო სექტორმა. გაუგებარია, რატომ არის ეს ხალხი მიუღებელი მაშინ, როდესაც მათ ირგვლივ მაღალი კონსენსუსია ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ექსპერტულ წრეებში და მათ აქვთ ყველა ის მონაცემი, რაც სჭირდება სახალხო დამცველს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო