კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წიგნის „საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია: ქმნადობის მისადგომებთან“ და „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზენტაცია გაიმართა

ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში წიგნის „საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია: ქმნადობის მისადგომებთან“ და „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზენტაცია გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, წიგნი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეგიდით გამოიცა, გამოჩენილი ინგლისელი სამართალმცოდნის, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, პირს გარდნერის პროფესიული რჩევებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით.

მათივე თქმით, წიგნისთვის მასალები მოიძიეს, დაამუშავეს და გამოსაცემად მოამზადეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა მინდია უგრეხელიძემ და ბექა ქანთარიამ. პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მონაწილეობით განხორციელდა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გვამცნობს, კრებულში გამოქვეყნებული ტექსტები მოძიებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკის ფონდისა და საქართველოს პარლამენტის, ეროვნულ და ცალკეულ სამართალმცოდნეთა პირად არქივებში.

ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა უნივერსიტეტის „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზენტაცია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი ხატიძის განცხადებით, უნივერსიტეტში დაარსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი კონსტიტუციონალიზმის მიმართულებით იმუშავებს.

"მოგეხსენებათ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, წიგნის პრეზენტაცია გვაქვს. თავად წიგნის მნიშვნელობა განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ მასში 1993-95 წლებში კონსტიტუციური მშენებლობის პროცესში შემუშავებული პროექტებია განხილული. ეს პროექტები საფუძვლად უდევს 1995 წლის კონსტიტუციას. გარდა ამისა, დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ფუძნდება. ამ ინსტიტუტის მიზანი და ფუნქცია კონსტიტუციონალიზმის მიმართულებით სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა იქნება, ამავდროულად, საგანმანათლებლო პროცესების განვითარება და ხელშეწყობა", - განაცხადა გიორგი ხატიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო