ხათუნა სამნიძე სახალხო დამცველის არჩევაზე - შესაძლოა, პროცესი ჩავარდეს - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამ პირობა დაიცვა, მანაც დაიცვას და წამოვიდეს კომპრომისზე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციაზე „ქართულმა ოცნებამ“ ყველა შეთანხმება დაარღვია და არც კომპრომისზე წასვლას გეგმავს.

სამნიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ სახალხო დამცველის თავმჯდომარის ორ კანდიდატს: ანა აბაშიძეს და გიორგი ბურჯანაძეს მხარს არ დაუჭერს.

როგორც სამნიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაძლოა, პროცესი ჩავარდეს, თუმცა რამდენიმე კანდიდატს სერიოზული შანსები აქვს.

„როგორც მოთხოვნილი იყო, ისე წარვადგინეთ რამდენიმე კანდიდატი და „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ. „ქართული ოცნების“ პირობა იყო, თავად არ წარედგინა კანდიდატი, ასეც მოიქცა, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში ან წამოვიდოდა კომპრომისზე და ჩვენს მიერ შეთავაზებული 3 კანდიდატიდან აირჩევდა რომელიმეს, ან შემოგვთავაზებდა 1 კონკრეტულ კანდიდატს და დავიწყებდით ამაზე მსჯელობას. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ეს შეთანხმება დაარღვია. არც კომპრომისზე წასვლას გეგმავს და თქვა, რომ მისთვის ორი კანდიდატი, რომელიც შევთავაზეთ მიუღებელია და მხარს არ დაუჭერენ. შემოგვთავაზეს არა ერთი, არამედ ხუთი კანდიდატი, სადაც იციან რომ ოპოზიციისთვის ხმის მიცემა პრობლემა იქნება. კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა შეხვედრა.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისისთვის მზად არ არის. ამ კონკრეტულ ვითარებაში ჩანს, რომ შესაძლოა, პროცესი ჩავარდეს, თუმცა რამდენიმე კანდიდატს სერიოზული შანსები აქვს.

„ქართულ ოცნებას“ შევახსენებთ და მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამ პირობა დაიცვა, „ქართულმა ოცნებამაც“ დაიცვას და წამოვიდეს კომპრომისზე“, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო