მოლდოვის დაზვერვის უფროსი აცხადებს, რომ 2023 წელს ქვეყანაში რუსეთის შეჭრის „ძალიან მაღალი“ რისკია

მოლდოვას ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრე მუსტეასი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მოლდოვას ტერიტორიაზე შემოჭრის რისკი რჩება და შესაძლოა, უკვე 2023 წელს განხორციელდეს, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე.

ამის შესახებ მან TVR Moldova-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„საკითხი ის კი არ არის, განახორციელებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ახალ შეტევას მოლდოვის ტერიტორიის მიმართულებით, არამედ როდის მოხდება ეს: იქნება ეს წლის დასაწყისში, იანვარში, თებერვალში თუ მოგვიანებით, მარტსა, თუ აპრილში“ , - განაცხადა მოლდოვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა.

„მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, რუსეთს შეუძლია უფრო შორს წავიდეს და შექმნას დერეფანი დნესტრისპირეთის რეგიონთან, რომელიც არის მოლდოვას ტერიტორია. მაშინ გაირკვევა, რომ დიახ, ისინი აპირებენ აქ მოსვლას. რა იქნება ამის შემდეგ მათი განზრახვები კიშინიოვთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ეს არის რეალური და ძალიან მაღალი რისკი“, - დასძინა მან.

მუსტეასმა გაიხსენა, რომ ევროპაში ყველაზე დიდი საბრძოლო მასალის საცავი, რომელსაც რუსები იცავენ, მდებარეობს დნესტრისპირეთის რეგიონში და რუსეთის ფედერაციის ჰიპოთეტური შეჭრა მოლდოვაში, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ამ საბრძოლო მასალის გამოყენებასთან, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის