ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველთან დაკავშირებით კენჭისყრის მომენტში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაზღვეული არავინაა - შეიძლება ვიღაცის სასარგებლოდ 90 ხმა აღმოჩნდეს

დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, ვერ დავინახე პერსპექტივა, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით საქმე შეთანხმებისკენ წავიდა, თუმცა კენჭისყრის მომენტში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაზღვეული არავინაა - შეიძლება ვიღაცის სასარგებლოდ 90 ხმა აღმოჩნდეს! - ეს განცხადება ომბუდსმენის არჩევის საკითხზე გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, “მოქალაქეებმა“ ხმა იმ ხუთ კანდიდატს შორის რომელიმეს მისცეს, ვის არჩევასაც ოპოზიციას “ქართული ოცნება“ სთავაზობს და შედეგად, “ქართულმა ოცნებამ“ ომბუდსმენის პოსტზე სასურველი კანდიდატის გაყვანა შეძლოს, იოსელიანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი მეშვეობით “ქართული ოცნება“ კანდიდატებს ვერ გაიყვანს, ხოლო ვის - დაუჭერს და ვის არა მხარს, ამას კენჭისყრის დღეს ვნახავთ.

იოსელიანმა აღნიშნა ისიც, რომ კენჭისყრა ღიაა და ყველას ეცოდინება, ვინ ვის მისცა ხმა და რატომ.

“სამწუხაროდ, კონსულტაციამ შედეგი ვერ გამოიღო. მხარეები კონკრეტულ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. როდესაც მესამე პირში ვამბობ, რომ ვერ შეთანხმდნენ, ეს იმიტომ, რომ მქონდა მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება“, “ნაციონალური მოძრაობა“ და ის პარტიები, ვისაც სამი კანდიდატი ჰყავდა დასახელებული, შეთანხმდებოდნენ. ჩვენი პოზიციაა ხელი შევუწყოთ იმას, რომ მხარეებმა პოზიციები დააახლოონ. ჩვენ ჩვენი ფავორიტი, გამოკვეთილი კანდიდატი არა გვყავს, თუმცა რა თქმა უნდა, კენჭისყრის დროს გადაწყვეტილებას კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ მივიღებთ. ამაზე წინასწარ ვერ ვიტყვი, თუმცა სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

ჩემი მხარდაჭერა ექნება კონკრეტულ კანდიდატს ან კანდიდატებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო