მამუკა მდინარაძე - თუ ამბობენ, რომ რადიკალური ნარატივი აგრესიას შობს, თავი შეიკავონ, ნუ დაიწყებენ - ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, დასაგმობია

თუ თვითონ ამბობენ, რომ რადიკალური ნარატივი შობს აგრესიას, თავი შეიკავონ, ნუ დაიწყებენ - რას გვთავაზობენ, რომ მოდი, მე შენ აგრესიული რიტორიკით გაგლანძღავ, „დავაფეიკებ“ ამბავს და შენ პასუხიც კი არ გამცე?! , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის შესახებ ოპოზიციის შეფასებებს, რომ „ძალადობა ხელისუფლების მხრიდან ზიზღის ენის ბრალია“.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარ ფაქტს, მდინარაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.

„მთავარი მოწმეები და მომსწრეები ბრძანდებით, ვინ იწყებს ხოლმე აგრესიული ენით საუბარს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ვინ „აფეიკებს“ ყველაფერს, ვინ იტყუება და ამ ტყუილზე ვინ იბრაზებს ხოლმე თავს, ისევე როგორც რეზოლუციის, სამხედროების ნაწილში. ეს ყველაფერი ხომ მათი ინიციატივა იყო. თუ თვითონ ამბობენ, რომ ეს რადიკალური ნარატივი შობს აგრესიას, თავი შეიკავონ, ნუ დაიწყებენ. რას გვთავაზობენ - მოდი, მე შენ აგრესიული რიტორიკით გაგლანძღავ, დაგაბრალებ, „დავაფეიკებ“ ამბავს და შენ პასუხიც კი არ გამცე, ხომ ხედავ რა საშინელებები ხდება?! -ამას გვთავაზობენ? ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ყველა მათ ამ აგრესიულ, „ფეიკ“ რიტორიკას. იძულებულები ვართ, პასუხი გავცეთ და არაფერ შუაშია ჩვენი შემხვედრი რეაქცია. მართალია ის ამბავი, რომ აგრესიული რიტორიკა შობს აგრესიას. ყველა ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, არის დასაგმობი, დაუშვებელი. როდესაც ჩვენი ოპონენტები აქაც „აფეიკებენ“ თავის ნარატივს და ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს აგრესიული რიტორიკის ფარგლებში, კარგად მოიკითხეთ, ვინ იწყებს აგრესიული რიტორიკით საუბარს, თან ტყუილებზე დაყრდნობით. დავეთანხმები, კი ბატონო, აგრესიული რიტორიკა შობს ძალადობას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო