საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა საბავშვო ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრების ფარგლებში პროკურორებმა საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორებთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების საკანონმდებლო რეგულირებაზე, აღნიშნული დანაშაულების სპეციფიკასა და დანაშაულთა პრევენციისთვის საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებს.

საინფორმაციო შეხვედრებზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების წინააღდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ დანერგილი რეფორმები განიხილეს და ასევე ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა სწორედ დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

პროკურატურა გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, სპეციალიზებული პროკურორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო