„ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, პარლამენტმა გადაწყვეტილება სახალხო დამცველის 5 კანდიდატს შორის მიიღოს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტმა გადაწყვეტილება 5 კანდიდატს შორის მიიღოს. ამის შესახებ ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი.

“ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს მხარს არ უჭერს.

მმართველი გუნდის შეთავაზებაა პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: - ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიიღოს.

როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ დასახელებული ორი კანდიდატი მიუღებელია არა მხოლოდ პერსონალურად “ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, არამედ „ჩვენი ამომრჩევლისთვის - იმის თქმა, რომ ისინი მიუკერძოებელი კანდიდატები არიან, ვერც ერთი ლოგიკით ახსნილი და გამართლებული ვერ იქნება!“.

სარჯველაძის შეფასებით, “იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს საპირწონედ, “როგორც ჩანს, ოპოზიციას განზრახული აქვს ულტიმატუმს არ გადაუხვიოს“.

“კანდიდატები, რომელიც ოპოზიციამ დაასახელა, მათი არჩევანი კი არა, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დასახელებული კანდიდატებია. როგორც ჩანს, ოპოზიცია ამ კანდიდატების მიღმა დათმობას არ აპირებს. ჩვენი მხრიდან დათმობა ის მოდელი იყო, რომელიც თავდაპირველად შევთავაზეთ, რომ წარმოედგინათ კანდიდატები რომელთაგან არჩევანს გავაკეთებდით და არჩევანის მიხედვით გადაწყვეტილებას მივიღებდით. მხარე, რომელსაც ამ შემთხვევაში ულტიმატუმისგან გადახვევა და შედარებით უფრო მოქნილი პირობის შემოთავაზება მოეთხოვებოდა, რა თქმა უნდა, ოპოზიცია იყო.

ამის იქით კონსულტაციის გაგრძელება, აზრის არ მქონეა - არ ვიცი, რამდენად ლოგიკური იქნება დროის გასვლას ველოდებოდეთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ სარჯველაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო