GORBI-ს  კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 23%

ტელეკომპანია „იმედი“ GORBI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 23%. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, რომელსაც 1%-ით ჩამორჩება „გირჩი“, გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“. 1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“ და გახარიას პოლიტიკური მოძრაობას „საქართველოსთვის“.

გამოკითხულთა 4% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა