GORBI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ემხრობა

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, ემხრობით თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში, შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხული რესპონდენტების 81% ამბობს, რომ ემხრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ ემხრობა 16%, არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს - 3%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო