გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, ბერლინი შეშფოთებულია ვლადიმერ პუტინის ბელარუსში ვიზიტის გამო

გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, ბერლინი შეშფოთებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბელარუსში ვიზიტის გამო.

შტეფენ ჰებეშტრაიტის თქმით, გერმანია შეშფოთებულია, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინსა და ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური მინსკის როლზე უკრაინაში მიმდინარე ომში.

გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერის თქმითვე, კანცლერმა ოლაფ შოლცმა პუტინის ბელარუსში დღევანდელი ვიზიტის შესახებ იცოდა.

“რა თქმა უნდა, არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ვიზიტს” , - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.

მისივე თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ბელარუსმა გაზარდოს რუსეთის არმიისთვის დახმარება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო