პროკურატურამ ხონში განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე 5 პირს  ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 დეკემბერს, ხონში ბრალდებულებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

“სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 18 დეკემბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთხს პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს