მიხეილ სარჯველაძე კირთაძეზე თავდასხმაზე - კონსპირაციის თეორიებით ნუ ვართ შეპყრობილი - საპირისპიროს გარკვევის შემთხვევაში, რომ იმ კაცს კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ვინმე ბოდიშს მოიხდის?

კონსპირაციის თეორიებით ნუ ვართ შეპყრობილი - საპირისპირო რომ გაირკვეს, რომ იმ კაცს არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ვინმე ამისთვის ბოდიშს მოიხდის? - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში", ოპოზიციის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტის ხელისუფლებასთან დაკავშირებას.

სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს არცერთი ასეთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია.

„კონსპირაციის თეორიებით ნუ ვართ შეპყრობილი, ცუდად დაგვჩემდა, რომ წამოვიძახებთ ხოლმე რაღაცას. საპირისპირო რომ გაირკვეს, რომ იმ კაცს არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ვინმე ამისთვის ბოდიშს მოიხდის? არ შეიძლება ასე ცხოვრება. ეს არის ყველაზე ნაკლებად ევროპულობა, ცივილიზებულობა. არ შეიძლება ასეთი ფორმებით და მეთოდებით საზოგადოების დეზინფორმირება. დეზინფორმირებაა, როდესაც არავითარი საფუძველი არ გაქვს, ხელისუფლება დაადანაშაულო და ამას მაინც აკეთებ, რადგან ვიწროპარტიულად მომგებიანია“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მიუღებელია.

„არაფრით არ შეიძლება, რომ ჩვენს საზოგადოებაში ტოლერანტულად შევხვდეთ ისეთ ქმედებებს, როდესაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, რომ განსხვავებული აზრის გამო სხვას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიუღებელია. სამართლებრივ კვალიფიკაციას რაც შეეხება, ამ საკითხს სამართალდამცავი ორგანოები მიხედავენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა