სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის მიერ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შანსები "შესაძლოა უახლოეს კვირებში გაიზარდოს“

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ, რომელიც დევნილობაში იმყოფება, განაცხადა, რომ ოფიციალური მინსკის მიერ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შანსები "შესაძლოა უახლოეს კვირებში გაიზარდოს“.

„ბელარუსის შეიარაღებული ძალები საზოგადოების ნაწილია და [უკრაინაში მიმდინარე] ომთან დაკავშირებით ერთნაირი შეხედულება აქვთ - ბელარუსელთა 86% ომში მონაწილეობის წინააღმდეგია. ამან შეაჩერა უკრაინაში, ბრძოლის ველზე ბელარუსის ჯარების გაგზავნის ბრძანება. ეს არ იყო დიქტატორების კეთილი ნება ან ლუკაშენკოს მიერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა - ის [ლუკაშენკო] მთლიანად კრემლის მხარესაა“, - აღნიშნა ციხანოვსკაიამ.

ამასთან, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკო „უკრაინას საფრთხედ აღიქვამს“.

ციხანოვსკაიამ დასძინა, რომ „დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული უკრაინა ცუდი მაგალითია ლუკაშენკოსა და პუტინის დიქტატურისთვის, აქედან გამომდინარე, ეს ომი მათთვის ლოგიკური გადაწყვეტილებაა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო