„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ახალი არტ გალერეა „ნობლესი“ გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თბილისში არტ გალერეა „ნობლესი“, რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენით გაიხსნა.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გალერეის გახსნის ფარგლებში, „ნობლესმა“ რუსუდან ფეტვიაშვილის პრემიუმ ხარისხის სამენოვანი (ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული) კატალოგი გამოსცა.

„გალერეა „ნობლესი“ რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენით გაიხსნა, რომელიც 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ სხვა ქართველი და უცხოელი თანამედროვე არტისტების ნამუშევრები გამოიფინება. გალერეის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საფრანგეთის რესპუბლიკასთან უკვე არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი და სწორედ ამიტომ ჩვენ გალერეა საქართველოში საფრანგეთის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის წევრი გახდა. სამომავლოდ ვაპირებთ, როგორც ფრანგი მხატვრების საქართველოში მოწვევას, ასევე, ქართველი არტისტების საფრანგეთში წაყვანას, რაც ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. ვფიქრობთ, ამით ჩვენი გალერეა საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული დიპლომატიის განვითარებაში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა არტ გალერეა „ნობლესის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო ლაბაძემ.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, ბანკი მსგავსი პროექტების განხორციელებაში ხელოვნების და კულტურის სფეროს მხარდაჭერას მუდმივად ცდილობს.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქალაქს კიდევ ერთი არტ გალერეა შეემატა, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებით გაიხსნა. აღნიშნული გამოფენის სახელწოდებაა „ორ სამყაროს შორის“ და მის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია დიმა ფეტვიაშვილის ხის ნამუშევრები, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. გალერეა სამომავლოდაც ახალი არტისტების აღმოჩენას გვპირდება. კულტურის მოყვარულებს, „ნობლესი“ მისცემს შესაძლებლობას, ქართველი და უცხოელი არტისტების საინტერესო ნამუშევრები იხილონ.

გალერეა „ნობლესი“ ახალი ტიპის არტისტული ინსტიტუციაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების ორიგინალურ რეპრეზენტაციაზე. „ნობლესი“ ორიენტირებულია წარმოაჩინოს, არა მხოლოდ მიმდინარე მხატვრული პროცესები, არამედ ძველი თაობის მხატვართა შემოქმედება და მიზნად ისახავს მათ ახალ ისტორიულ კონტექსტში წარდგენას.

გალერეა არ იქნება მხოლოდ გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებით დაკავებული და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ და ამ მიმართულებით, არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. „ნობლესი“ ქალ არტისტებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ მხატვრებს მხარს აქტიურად დაუჭერს“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო