მედიაციის კვირეულის ფარგლებში ყოველწლიური ინტერდისციპლინური ფორუმი „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით მედიაციის კვირეულის ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 18 დეკემბერს, რიგით მეორე ყოველწლიური ინტერდისციპლინური ფორუმი „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსმა ლიკა კლიმიაშვილმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

„ფორუმში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ უწყებამ რომლებიც ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ მედიაციას.

ფორუმის დასრულების შემდგომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მე-5 საერთო კრება გაიმართა და კრებაში მონაწილე მედიატორებს ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში გააცნო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში