ტურიზმის ადმინისტრაცია - 2022 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა სახელმწიფოსთან აქტიურად ვთანამშრომლობდით

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიზნით შეთანხმებებს მიაღწია.

მათივე ცნობით, მემორანდუმები გაფორმდა შვეიცარიის კონფედერაციის, ხორვატიის და ბუტანის შესაბამის ტურიზმის ორგანიზაციებთან, ასევე, დაინიცირდა ბულგარეთს, ურუგვაის, ბოლივიას, კოლუმბიას, დომინიკის რესპუბლიკასა და ომანთან.

წელსვე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, იტალიაში, გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს სახელით სვანეთის რეგიონში, უშგულში მცხოვრები 17 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანმა იყო წარდგენილი.

პანდემიის შემდგომ პერიოდში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია ტურიზმის სწრაფი აღდგენა და კერძო სექტორის ხელშეწყობა. ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით, UNWTO-ს აკადემიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის თემატური სემინარები გამართა.

წელსვე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2 ახალი პროექტი წამოიწყო:

USAID-ის დაფინანსებული საქართველოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) აქტივობის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისთვის ორგანიზაციული შეფასების პროგრამა დაინიცირდა, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციის მიერ დაკისრებული ვალდებულებების და სტრატეგიული მიზნების მიღწევის ხელშეწყობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და გაეროს განვითარების ფონდს (UNDP) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში მოხდება საინფორმაციო ცენტრების ინსტიტუციური შესაძლებლობები გაძლიერდება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო