ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დაარღვია, კანდიდატი ჩვენ არ გვეყოლებაო და 5 წარმოგვიდგინეს - ჩვენ მხარს კვლავ  ოპოზიციის წარდგენილ ომბუდსმენობის კანდიდატებს დავუჭერთ

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ისინი ხმას კვლავ ოპოზიციის მიერ წარდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატს დაუჭერენ.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა შეთანხმება დაარღვია და მაშინ როდესაც აცხადებდა, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი არ ეყოლებოდა, 5 კანდიდატი ჰყავს.

“ქართულმა ოცნებამ” ყველა შეთანხმება დაარღვია, მათთვის მიუღებელია ჩვენი წარდგენილი კანდიდატები. არ გამოვრიცხავ და მგონია, მაინც გაგრძელდება კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ კვლავ ოპოზიციის წარდგენილ ომბუდსმენობის კანდიდატებს დავუჭერთ მხარს.

„ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია, კანდიდატი ჩვენ არ გვეყოლებაო და 5 წარმოგვიდგინეს. კომპრომისი და ჩვენი 2 კანდიდატი გამორიცხეს. ოპოზიციამ პირობების მიხედვით ერთი კი არა სამი კანდიდატი შევთავაზეთ, ანუ კომპრომისის და არჩევანის სივრცე შევქმენით. არ გამოვრიცხავ და მგონია, მაინც გაგრძელდება კონსულტაციები. პროცესი არ უნდა ჩავარდეს. ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა - პირობებს ვინც არ იცავს, ეს ხომ უკვე ჩანს”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო