„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ახალი თავმჯდომარე წარადგინა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ნონა ქურდოვანიძე უხელმძღვანელებს. საია-ს ახალი თავმჯდომარე უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა წარადგინა.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძის დანიშვნის გადაწყვეტილება საია-ს გამგეობამ მიიღო.

"ჩვენი ორგანიზაცია არის რეალურად მაგალითი იმისა, რომ არ ვართ პერსონების ორგანიზაცია. ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი ძლიერი ინსტიტუცია, სადაც ხელმძღვანელები დემოკრატიული პროცესებით იცვლებიან და შესაბამისად, გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის მაგალითია. ძალიან მიხარია, რომ გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო და ნონა ახალ თავმჯდომარედ აირჩია. ვფიქრობ, ის კვალავ გააგრძელებს იმ პრინციპულ ბრძოლას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დასაცავად, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია მრავალი წელია ეწევა,“ - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

თავის მხრივ, როგორც საია-ს ახალმა თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ორგანიზაციისთვის ყველა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესები იქნება პრიორიტეტი.

მისივე თქმით, საია-ს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება.

„თემებს, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ, იმ საჭიროებებიდან გამომდინარეობს, რომელიც საზოგადოებას აქვს და პირველი რიგის ამოცანა ბუნებრივია, არის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ამიტომ ცხადია, 2023 წელს ამ საკითხს დიდ ყურადღებას დავუთმობთ, მაგრამ ცხადია, ეს არ იქნება ერთადერთი თემა, რაზეც ვიმუშავებთ. მისი ნაწილია მართლმსაჯულება, არჩევნები და ა.შ. აუცილებლად მეტ ყურადღებას მივაქცევთ ისეთ თემებს, რომელიც ნაკლებად ჩანს საზოგადოებაში, თუმცა ამავე დროს, ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას. ეს შეიძლება იყოს სიღარიბე, ჯანდაცვის პროგრამები და ა.შ.,“ - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საია-ს გამგეობის წევრად რჩება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო