ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გზამკვლევის მომზადებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გზამკვლევის მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც თემასთან დაკავშირებით მოსაზრებები და პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გზამკვლევის შემუშავება საქართველოში ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების არსებული სისტემის გაუმჯობესების, ასევე, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის მნიშვნელოვანია.

ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გზამკვლევის მომზადება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი” (GRF) ფარგლებში ხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო