„თიბისიმ“ და AIIB-იმ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება  გააფორმეს

„თიბისიმ“ და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) 100 მლნ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს.

„თიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზაქცია, AIIB-თვის კომერციულ ბანკთან დადებული პირველი გარიგებაა საქართველოში. მოზიდული რესურსის მიღება შესაძლებელია ორ ვალუტაში, მათ შორის ლარშიც, რაც ხელს უწყობს, მეტად მოთხოვნად ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომის ზრდას.

მათივე ცნობით, მოზიდული ფინანსური რესურსი „თიბისის“ შესაძლებლობას მისცემს, დააფინანსოს ადგილობრივი მეწარმეების ბიზნეს საქმიანობები, უპირველეს ყოვლისა, მსესხებლების საბრუნავი კაპიტალის საჭიროებები და საშუალოვადიანი ინვესტიციები, და ამით ხელი შეუწყოს მათ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. გარდა ამისა, ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის სესხებზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც დაიცავს მეწარმეებს გაცვლითი კურსის რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ წარმატებით დასრულდა AIIB-ისა და „თიბისის“ შორის პირველი გარიგება და გავხდით მათთვის პირველი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში. ადგილობრივ ვალუტაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციის მხარდასაჭერად და ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს გარიგება ასახავს ორმხრივ მზაობას წარმატებული თანამშრომლობის დასაწყებად და მოუთმენლად ველით ამ პროდუქტიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„დადებული გარიგება, რომელიც AIIB-ის Covid-19-ის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ადასტურებს, კლიენტების მხარდასაჭერად, ინოვაციისა და ადაპტიციისადმი ჩვენს მზაობას. პირველად საქართველოში, AIIB გასცემს საშუალოვადიან სესხს ლარში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების გაზრდას და მცირე და საშუალო ბიზნესების ეკონომიკურ მდგრადობას. მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ პარტნიორობა "თიბისისთან", წამყვან ბანკთან საქართველოში, რომელსაც აქვს მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში გამორჩეული რეპუტაცია. AIIB აგრძელებს, აღდგენის ტენდენციის შესანარჩუნებლად, საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას. დადებული გარიგება ასახავს ჩვენს ინსტიტუტებს შორის ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობის დასაწყისს“, - განაცხადა AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა საინვესტიციო ოპერაციების მიმართულებით, კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო