შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ნიუ-იორკში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ბით ანდრის შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ნიუ-იორკში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ბით ანდრის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი რანგის შეხვედრაზე, დადებითად შეფასდა საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში შრომითი ურთიერთობების სფეროში განხორციელებული რეფორმები.

„ამერიკელი კოლეგის მხრიდან მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ, 2015 წლიდან განხორციელებული რეფორმებისა და დაბალანსებული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგია.

შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როლს შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით და აღინიშნა სამომავლო თანამშრომლობის საჭიროება მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების გზაზე.

შეხვედრები ორგანიზებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის პროგრამის ფილიალის მიერ.

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში განხორციელდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო