„ლელოს“ ინიციატივით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა

„ლელო-საქართველოსთვის“ ინიციატივით და ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლელო-საქართველოსთვის წევრებმა საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარუდგინეს „ლელოს“ მიერ მომზადებული 2013-2021 წლებში განხორციელებული სასამართლო რეფორმების შეფასების დოკუმენტი - „ლელოს“ ხედვა სასამართლოში არსებულ კრიზისთან და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, მოისმინეს მათი ხედვები და დისკუსიის რეჟიმში იმსჯელეს თუ როგორ ხედავენ კანდიდატები იუსტიციის საბჭოს და ინდივიდუალური წევრების როლს კრიზისის დაძლევის პროცესში.

„2013-2021 წლებში სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებების ანალიზს და აჩვენებს, რომ დაპირება შეუსრულებელია. „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კანონები, მაგრამ უცვლელი დატოვა უსამართლო სისტემის ორი მთავარი საყრდენი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ებრძოდა და აკრიტიკებდა: დისკრედიტირებული სასამართლო კორპუსი და სასამართლო სისტემის მართვის მანკიერი სისტემა. ამ ორი კომპონენტის უცვლელობამ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ძალა გამოაცალა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ ხედავენ კანდიდატები საკუთარ როლს საბჭოში და რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას მათგან, რამდენად განწყობილი არიან ისინი ამ რთულ კონტექსტში დაიცვან მართლმსაჯულების და საზოგადოების ინტერესები“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო