მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ გრანდიოზულ საახალწლო შოუს გამართავს

ახალი, 2023 წლის ღამე განსხვავებული იქნება მათთვის, ვინც მის აღნიშვნას „თეატრში“ გადაწყვეტს, ამ დღისთვის შექმნილი საახალწლო ვახშმის თანხლებით. პირველად საქართველოში, სპეციალურად „თეატრის“ საახალწლო შოუსთვის დაიდგმება მიუზიკლი „Mamma Mia“ ქართულად, რომელშიც მონაწილეობას მოცეკვავეები და მსახიობები მიიღებენ.

„წისქვილი ჯგუფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, სტუმრები იხილავენ ერთ ეპიზოდს La La Land-ის მიუზიკლიდან.

„სცენაზე გაცოცხლება „Théâtre de Broadway“, ანა ქურთუბაძისა და თეატრის მოცეკვავეთა დასის შესრულებით.

ნინო ქათამაძესა და ჯგუფ „Insight"-თან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგება სიმებიანი კვარტეტი და სპეციალური სტუმარი, პაპუნა შარიქაძე. მათი შთამბეჭდავი შესრულება კი, მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. საღამოს დაასრულებს DJ Set.

ამ მასშტაბური სანახაობის პარალელურად, სტუმრებს გაუმასპინძლდებიან გამორჩეული საახალწლო ვახშმით, რომლისთვისაც კერძები ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა.

„თეატრის“ საახალწლო შოუზე მოსახვედრად აუცილებელია მაგიდების წინასწარ დაჯავშნა ნომერზე: 577 000 888.

სტუმრების მიღებას „თეატრი“ 31 დეკემბერს 22:00 საათიდან დაიწყებს, შოუ კი 23:00 საათზე დაიწყება. სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ „წისქვილი ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომელიც Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება. მას ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს.

არ გამოტოვოთ თავბრუდამხვევი საახალწლო საღამო „თეატრში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი