20-21 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს

20-21 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1) გაიხსნება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

იხილეთ დღის წესრიგი:

20 დეკემბერი, 18:00-19:00

18:00-18:30 – გახსნა და შემაჯამებელი ანგარიში, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2022

ელსევიერის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში Scopus ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გამოცემული საქართველოდან ყველაზე მაღალი იმპაქტის (CiteScore) მქონე სამეცნიერო ჟურნალის Ethnobotany Research and Application წარდგენა

მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ემერიტუს-პროფესორის, გიორგი ნახუცრიშვილისთვის ილიაუნის სამეცნიერო ჯილდოს (2022 წელს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესდა) გადაცემის ცერემონია.

18:30-19:00 – ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის ანგარიში, პროფესორი ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო ინსტიტუტებთან ერთად განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია

ბოტანიკის ინსტიტუტთან ერთად განხორციელებული ეროვნული სამეცნიერო ჰერბარიუმის გაციფრულებისა და მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტი

გამოთვლითი ცენტრის 2023 წლის სამოქმედო გეგმა

ილიაუნის ციფრული ტრანსფორმაციის კონცეფცია

19:00-19:30 – მიღება

21 დეკემბერი, 11:00-17:00 საათი

11:00-11:15 TBC

11:15-11:30 TBC

11:30-11:45 TBC

11:45-12:00 TBC

12:00-12:15 ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

12:15-12:30 მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამა, ეკოლოგიის ინსტიტუტი

12:30-12:45 მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამა, ეკოლოგიის ინსტიტუტი

12:45-13:00 ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია

13:00-13:15 თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი

13:15-13:30 ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

13:30-14:00 შესვენება – ფურშეტი

14:00-14:15 ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

14:15-14:30 პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

14:30-14:45 ბოტანიკის ინსტიტუტი

14:45-15:15 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

15:15-15:30 სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

15:30-15:45 დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

15:45-16:00 სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი

16:00-16:15 დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი

16:15-16:30 რაოდენობრივი ეკოლოგიის პროგრამა, ეკოლოგიის ინსტიტუტი

16:30-16:45 ზოოლოგიის ინსტიტუტი

16:45-17:00 ბიოფიზიკის ინსტიტუტი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი