ავსტრიის ელჩი - მადლიერი ვართ დაპირებისთვის, რომ საქართველო იქნება ფხიზლად, რათა მისი ტერიტორია არ იქნას გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლისთვის

ჩვენ მადლიერები ვართ იმ დაპირებისთვის, რომ საქართველო იქნება ფხიზლად, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა თომას მიულმანიმ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ავსტრიის საგარეო პოლიტიკისა და საქართველოსთან ურთიერთობის თემაზე გამართული მოსმენისას განაცხადა.

მიულმანის თქმით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დააწესა და აფასებს საქართველოს მიერ ამ სანქციების მხარდაჭერას.

„მე ვფიქრობ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის დრამატული მოვლენები, რამაც მიგვიყვანა ევროკავშირში წევრობის განაცხადის დაჩქარებამდე, რადგან საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს აპირებდა განაცხადის შეტანას. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი რუსული აგრესია. ევროკავშირმა უპრეცედენტო სანქციები დავაწესეთ და საქართველოს როლს ძალიან ვაფასებთ სანქციების მხარდაჭერაში. საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ არ დააწესებდა ორმხრივ სანქციებს, მაგრამ ჩვენ მადლიერები ვართ იმ დაპირებისთვის, რომ საქართველო იქნება ფხიზლად, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მსგავსი გამოცდილება ჰქონდა 2008 წელს, ქვეყნის 20% არ არის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებზე და ჩვენ ვიქნებით კვლავ აქტიურები მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საშუალებით“, - განაცხადა ავსტრიის ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო