ავსტრიის ელჩი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე - მოდით, მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით, ეს გრძელვადიანი, დიდი გზაა - საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვფიქრობ, კარგი დღის წესრიგი გაქვთ

[ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე] მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით, ეს არის გრძელვადიანი გზა. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, არ იყო ადვილი, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თომას მიულმანიმ ავსტრიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე გამართულ საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ბევრი სამუშაო, მაგრამ დღის წესრიგი კარგი აქვს.

„ჩვენ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე თუ როგორ შეუძლია საქართველოს ასოცირება. ჩვენ ახლა უკვე სხვა ლოგიკა გვაქვს, გაფართოების ლოგიკაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება წევრობის განაცხადს, თქვენ მოლდოვა და უკრაინასთან ერთად შეიტანეთ საკმაოდ სწრაფად, დაჩქარებულად, ევროკავშირში განაცხადი და გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა შეკრებილიყო და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება გაეკეთებინა. პირველი: ევროპული საბჭოს შეკრება და დავალება კომისიას, რომ მოსაზრება გამოეტანა და შემდეგ უკვე ივნისში ის, რომ მიენიჭა თქვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. ვინმეს თუ ჰქონდა შეკითხვა მისწრაფებასა და მიმართულებაზე, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. პასუხი ნამდვილად არის არა!

მოდით, მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით პროცედურის მხრივ - ეს არის გრძელვადიანი, დიდი გზა. ავსტრიას ბევრი წელი დასჭირდა, რათა ადაპტირებულიყო ევროპულ სტანდარტებთან. ნამდვილად საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვფიქრობ კარგი დღის წესრიგი გაქვთ. როდესაც ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ როდესაც დავიწყე მუშაობა, მაშინ შევედით ჩვენ ევროკავშირში. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ისე სწრაფად არ ვპროგრესირებდით როგორც გვსურდა, მაგრამ წინსვლა გვქონდა. ავსტრიის პოლიტიკური აზროვნება და მიდგომებიც შეიცვალა. წლების განმავლობაში გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, ჩვენმა პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, რომ რეალურად წინსვლა ყოფილიყო და ეთანამშრომლათ. არ იყო ადვილი, განსაკუთრებით, სოციალ -დემოკრატები ყოყმანებდნენ. ჩვენი მიდგომის ადაპტირება მოვახერხეთ და ევროკავშირში მოვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ასეთი იქნება თქვენი მომავალი, გისურვებთ წარმატებას, მაგრამ არამხოლოდ წარმატებას, არამედ დაგეხმარებით თუ შეგვიძლია“, - განაცხადა თომას მიულმანიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო