მესტია „Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებული გახდა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის „Best Tourism Villages by UNWTO“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მესტია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის აპლიკაციას შორის შეარჩიეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, „Best Tourism Villages by UNWTO“-ის პროექტი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს ან მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და აქტიურად და ეფექტიანად ხდება ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებზე და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესების და საჭიროებების უზრუნველყოფა.

„Best Tourism Villages by UNWTO“-ის ნომინაციაში გამარჯვებულ სოფლებს გააჩნია ტურიზმის მდგრადი განვითარების ნათელი ხედვა, რაც მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, პროექტში გამარჯვებულ მიმართულებას, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რათა ტურიზმი გახდეს მისი მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც ეკონომიკური და სოციალური, ასევე ეკოლოგიური მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხდება მისი როგორც სოფლის ტურიზმის განვითარების დონით გამორჩეული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, პროექტის ფარგლებში, „Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებულ ლოკაციას ასევე ეძლევა შესაძლებლობა გახდეს სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი, რაც იძლევა კარგ საშუალებას მის წევრებს შორის მოხდეს საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო