სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე დღეს 9 მოწმეს დაკითხავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე დღეს 9 მოწმეს დაკითხავენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ განუცხადა.

პროკურორის განმარტებით, მოწმეთა შორის არიან პოლიციელები, ექსპერტები და ასევე, სხვა პირები.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს. დღეს წარმოდგენილი გვყავს 9 მოწმე, აღნიშნული მოწმეები შეეხებიან როგორც, ბრალდებულისათვის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ასევე, წარმოდგენილი არიან მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ მათი პირადი ცხოვრების ხელყოფის შესახებ. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბრალდებულისთვის წარდგენილი ყველა ბრალდება დადასტურდება",- განაცხადა სილაგაძემ.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო