ალეკო ელისაშვილი ზელენსკის განცხადებაზე - ადეკვატურ მოთხოვნად არ მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყანას კონკრეტული მსჯავრდებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს - ეს შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს

მთლად ადეკვატურ მოთხოვნად არ მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის ხელმძღვანელობას რომელიმე კონკრეტული მსჯავრდებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული მოქალაქეობა აქვს - ეს შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანის საჭიროებაზე საუბრობს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

„გათავისუფლდეს თუ არ გათავისუფლდეს ეს სხვა საკითხია. მთლად სწორი მოწოდება არ მგონია, სხვა ქვეყანას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ისეთი დაუძლურებული, როგორიც ვნახეთ კადრებში და ასეთ კადრებს თუ აღარ ვიხილავთ უკეთესი იქნება. სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არც ერთი მსჯავრდებული და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი ისეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში", - განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი