სოსო გოგაშვილის შვილის განცხადებით, ის პირები, რომლებიც მამამისის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, ყველა დანაშაულისთვის პასუხს აგებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის განცხადებით, ის პირები, რომლებიც მამამისის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, თავის დროზე პასუხს აგებენ.

სასამართლო პროცესს, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, სოსო გოგაშვილი ესწრება.

"ესენი არიან იმ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის მონაწილეები, რომლებსაც ჩვენ სახლში იარაღების, სხვადასხვა მატერიალური დოკუმენტაციის, ასევე, მოწყობილობების ჩადება დაავალეს. ესენი არიან ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის მონაწილეები და როცა დადგება მათი პასუხისმგებლობის დრო, სამწუხაროდ, ისინიც იქნებიან ამ ყველაფრის წინაშე, სასამართლოზე წარდგებიან, სამწუხაროდ, ისინი ვერ იაზრებენ, რა დანაშაულს ჩადიან, მაგრამ მოვა დრო, როცა ისინი ყველა ამ დანაშაულის გამო პასუხს აგებენ“,- განაცხადა ნინი გოგაშვილმა.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო